პროვაიდერების სამომხმარებლო ხელშეკრულება

წესები და პირობები


       ამ ვებ-გვერდის სარგებლობა და დათვალიერება ექვემდებარება შემდეგ წესებსა და პირობებს:
       ამ ვებ-გვერდის დათვალიერების და მისი სარგებლობის გაგრძელებით ან georgianwine.travel-ს აპლიკაციის სარგებლობით ან ჩვენი სხვა სერვისების სარგებლობით თქვენ თანხმობას აცხადებთ იყოთ შეზღუდული წინამდებარე წესებითა და პირობებით, რომელიც ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან ერთად აწესრიგებს და მართავს ამ ვებ-გვერდის, აპლიკაციისა და სხვა პროდუქციისა და სერვისის მოხმარებასა და georgianwine.travel-ის ურთიერთობას თქვენთან.
      ამ ვებ-გვერდის, და სხვა პროდუქციისა და სერვისის გამოსაყენებლად თქვენ ჯერ უნდა დაეთანხმოთ ამ წესებს. თქვენ შეგიძლიათ არ გამოიყენოთ ეს სერვისები თუ თქვენ არ ეთანხმებით აღნიშნულ წესებსა და პირობებს.

 

ტერმინთა განსაზღვრება


      ტერმინები „georgianwine.travel“, „ჩვენ“, „ჩვენი“ და ა.შ გულისხმობს ვებ-გვერდისა აპლიკაციის მფლობელს, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით ა(ა)იპ "ასოციაცია ქართული ღვინო" საფირმო სახელწოდებით.
      ტერმინი „თქვენ“, „თქვენი“ გულისხმობს ამ ვებ-გვერდის, აპლიკაციისა და სხვა პროდუქციისა და სერვისის მომხმარებელს.

 

შინაარსი და პასუხისმგებლობა


        ამ ვებ-გვერდის და აპლიკაციის შინაარსი და შიგთავსი არის თქვენთვის მხოლოდ ინფორმაციის მოწოდებისა და გამოყენებისათვის და შეიძლება შეცვლილ იქნას ჩვენს მიერ წინასწარი შეტყობინების გარეშე.
არც ჩვენ არც სხვა მესამე პირი არ იძლევა გარანტიას ან დაზღვევას ამ ვებ-გვერდის, აპლიკაციის, ასევე სხვა პროდუქციისა და სერვისის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტეზე, ვადებზე, ხარისხზე ან ნებისმიერი მიზნებისათვის ინფორმაციის გამოყენების შესაძლებლობაზე.
       თქვენ აცნობიერებთ, რომ ამგვარი ინფორმაცია და მასალა შეიძლება შეიცავდეს უზუსტობებსა და შეცდომებს და ჩვენ, კანონით მაქსიმალურად დაშვებული წესით სრულად ვამბობთ უარს  აღნიშნულ უზუსტობებითა და შეცდომებით გამოწვეულ სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე.
      ეს ვებ-გვერდი და georgianwine.travel აპლიკაცია შეიცავს მასალას, რომელიც ეკუთვნის ან წარმოადგენს ჩვენს ინტელექტუალურ, საავტორო და სხვა საკუთრებას. ეს მასალა მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, ინფორმაციისა და მასალის დიზაინს, განლაგებას, გამოჩენას და გრაფიკას. ნებისმიერი რეპროდუქცია აკრძალულია, გარდა საავტორო უფლებების სრული დაცვით, რომელსაც იზიარებს აღნიშნული წესები და პირობებიც.
      ყველა სავაჭრო ნიშანი და რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი, რომელიც არის გამოყენებული ან გამოჩენილი ამ ვებ-გვერდსა აპლიკაციაში  ჩვენს მიერ აღიარებულია მათი მფლობელების საკუთრებად.
ამ ვებ-გვერდის ან აპლიკაციის არასანქცირებულ გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს სასამართლო სარჩელი, მათ შორის სისხლის სამართლებრივი დევნა.
      ჩვენ არ ვაგებთ პასუხს რაიმე დაზიანებაზე, რომელიც წარმოიქმნება ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფის  გამოყენების შედეგად. თქვენ უნდა ეთანხმებოდეთ ამ წესებს ვიდრე თქვენ კანონიერად ისარგებლებთ აპლიკაციით.
      georgianwine.travel არ არის სასტუმროთა დაჯავშნის სერვისის მიმწოდებელი და შესაბამისად, არ არის რეგისტრირებული როგორც ტურისტუპი ოპერატორი ან სააგენტო.
      მომხმარებელი პასუხისმგებელია გაეცნოს და დაეთანხმოს ტურისტული კომპანიის პირობებს მათი სერვისების მოხმარებამდე ან დაჯავშნამდე. იმის გამო რომ (სიტყვიერი) ხელშეკრულება დგება ერთის მხრივ ტურისტული კომპანიის ან მომსახურების მიმწოდებლსა და მეორეს მხრივ ტურისტს შორის ნებისმიერი კითხვა ან საჩივარი, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი სწერვისების სარგებლობით და ასევე გადაყვანა/გადაზიდვა ტრანსპორტირების მომსახურებასთან დაკავშირებით უნდა იქნას მიმართული პირადად ტურსიტული კომპანიების ან შესაბამისი მომსახურების მომწოდებლის მიმართ.

 

რისკები


      სრული რისკი ჩვენს ვებ-გვერდზე და აპლიკაციაში განთავსებული ინფორმაციის მოხმარებაზე გეკისრებათ თქვენ, ჩვენ არ ვაგებთ არანაირ პასუხს. თქვენ ხართ სრულად პასუხისმგებელი, რათა დარწმუნდეთ, რომ ნებისმიერი პროდუქტი, მომსახურება და ინფორმაცია ხელმისაწვდომი და მოწოდებული ჩვენი ვებ-გვერდის, სმარტფონის აპლიკაციისა და სხვა მომსახურების მეშვეობით ესადაგება თქვენს მოთხოვნებს.


ცვლილებები


       ჩვენ გვაქვს სრული უფლება ნებისმიერ დროს შევწყვიტოთ, შევცვალოთ გადავცეთ სხვა იურიდიულ პირს ჩვენი ვებ-გვერდი აპლიკაცია, საქმიანობა ან მომსახურება, დავამატოთ ან გავაუქმოთ ნებისმიერი სერვისი ან ვებ-გვერდის ან აპლიკაცის რომელიმე გვერდი, ფუნქციონალი ან ნებისმიერი შიგთავსი თქვენთვის წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
       ჩვენ გვაქვს სრული უფლება ნებისმიერ დროს შევწყვიტოთ, შევცვალოთ ეს ხელშეკრულება თქვენთვის წინასწარი გაფრთხილების ან განმარტების გარეშე.
georgianwine.travel-მა შეიძლება დროდადრო შეიტანოს ცვლილებები ამ წესებსა და პირობებში.
       როდესაც ეს ცვლილებები მოხდება, georgianwine.travel განათავსებს განახლებულ წესებს და პირობებს ამ გვერდზე: georgianwine.travel